22-დან 25 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში წვიმინი ამინდებთან
ერთად ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში
თოვლის სახით. გარემოს ეროვნულ სააგენტოში 24 დეკემბრიდან დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარს, მაღალმთიან ზონაში ქარბუქს, ზღვაზე კი 4-5
ბალიანი შტორმს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა
ნიორაძის თქმით, 25 დეკემბრიდან თვის ბოლომდე ამინდები გაუმჯობესდება.
რაც შეეხება თოვლს ნიორაძის თქმით, ამ თვეს ბარში თოვლი არ არის
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები