სოფელ ხაბუმეში მეუღლის მიერ ნაჯახით თავის არეში დაჭრილი ქალის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ
განუცხადა. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა და
ამჟამად მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება.
ამ დროისთვის ის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
ხაბუმეში, სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი თავის
არეში დაჭრა. ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. აღნიშნულ ფაქტზე ერთი
პირია დაკავებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის
108-ე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ხაბუმეში დაჭრილი ქალი მართვით
სუნთქვაზეა
ხაბუმეში მომხდარ
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
სამეგრელოში,
სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა
მასალის გამოყენების პირობები