სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი სამარშუტო
ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია და
აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო
მისაღებია.
„ურმებით დავდიოდით სულ, მაგრამ ერთ ხელბარგზე ან ტვირთზე დამატებით
თანხას გვახდევინებდნენ. ახლა ორი ლარი რირს მგზავრობა და სხვა
არაფრის გადახდა აღარ გვიწევს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ამ
სამარსუტო ტაქსბით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე“, - აღნიშნეს
მგზავრებმა.
ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი
სამარშუტო ტაქსი მგზავრებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ
საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი
გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის.
„მეხუთე თვეა, მოსახლეობის მოთხოვნით, ეს რეისები მუშაობს. ყველანაირი
საჭირო დოკუმენტი არსებობს. მოსახლეობაც კმაყოფილია“, - აღნიშნა
ჩანგელიამ.
ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც
მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ
საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ
ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს
სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.
ამავე თემაზე:
შსს: ენგურის
ხიდზე ერთი პირი ორი მუხლით დავაკავეთ
ენგურის ხიდზე აქციის
ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
ენგურის ხიდთან ურმების
მფლობელები გაიფიცნენ
მასალის გამოყენების პირობები