სოხუმში ერთ-ერთი კერძო სახლის მიშენებაში ხანძარი გაჩნდა.
მოგვიანებით, დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს
პრეს - სამსახურში განაცხადეს, რომ შენობაში მამაკაცის ცხედარი
აღმოაჩინეს.
წინასწარი მონაცემებით ხანძრის შედეგად უზბეკეთის მოქალაქე დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქის ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ღამის 22:45 სთ-ზე მოხდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული, რომელმაც ცეცხლის
ლოკალიზება შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები