ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის
პროცესს მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილეც
გაეცნენ.
ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის
უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100
მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო
ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები