მაქაცარია: თანამშრომელს ხელშეკრულება იმიტომ არ გავუგრძელე, რომ მერთან წინასწარ მიჩივლა (ვიდეო)
13:04 / 07.03.2018
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია
სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი
სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას ბრალდებას სამსახურიდან მისი
პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი
მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ
გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.
„ქალბატონ ზეინაბს მე არ ვიცნობდი, ის თავად მოვიდა ჩემთან, გამეცნო
და მითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს, მე მას სამსახურში არ
ავიყვანდი, რადგან ალიოშა ალანიას მეუღლე იყო. არც მას ვიცნობ.
ქალბატონ ზეინაბს ვუთხარი, რომ მსგავსი საქციელი ჩემი მხრიდან
გამორიცხული იყო. ამის შემდეგ კი მერთან გაუგზავნია წერილი იმის
შესახებ, რომ ის სამსახურში არ ავიყვანეთ მაშინ, როცა თანამშრომლების
აყვანის პროცესი არც იყო დაწყებული. სწორედ ამ განცხადების გამო არ
გავუგრძელეთ ხელშეკრულება სხვა მიზეზი არ ყოფილა“, - აღნიშნა
მაქაცარიამ.
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი,
სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც
ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან
გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს და ადგილობრივ
ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები