საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატი სამართალდამცავებმა დაკითხეს
17:22 / 30.03.2018
ზუგდიდის საკრებულოში მომხდარი ცემის ფაქტთან დაკავშირებით
სამართალდამცავებმა ინციდენტის
ერთ-ერთი მონაწილე „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია
დაკითხეს. თუ რა სახის ინფორმაცია მიაწოდა მან საგამოძიებო უწყებას,
შელია აღნიშნულზე კომენტარისგან თავს იკავებს.
მანამდე, აღნიშნულ საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა
დეპუტატები დაიკითხნენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წევრი და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე
ბათლომე შელია სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად
გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე
ცემის მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ჯარიმით ან საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ექვსი თვიდან
ერთ წლამდე შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე
ისჯება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები