ზუგდიდის საკრებულოს დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი ოფიციალურად მიენიჭა (ვიდეო, ფოტო)
14:20 / 31.03.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს საქართველოს პირველი
პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას
სახელი სიმბოლურად მის დაბადების დღეზე მიენიჭა. მემორიალური დაფა
დღეს საკრებულოს წევრებთან ერთად თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ
გახსნა.
„საკრებულოს მხრიდან ეს არის მოკრძალებული ჟესტი მის მიმართ
მადლირების გამოსახატავად“, - აღნიშნა წოწერიამ.
დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა გამსახურდიას ღვაწლი
გაიხსენეს და საკრებულოს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირადი მოკრძალებული წვლილი ერთი ხმით არის
ბატონი პრეზიდენტის სახელი უკვდავყოფის საქმეში. ვეკუთვნი თაობას,
რომლიც პირადად იცნობდა მას, ვარ ბედნიერი, რომ 31 მარტის
რეფერენდუმისა და1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ვარ, რომ
80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანის დასაწყისში ჩვენი ქვეყნის
ყველა ავ-კარგი გადავიტანე. საქართველოს გამსახურიდას სახით ჰყავდა
პოლიტიკური და ეროვნული მოღვაწე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი
სახელის უკვდავსაყოფად ბევრი რამ გაკეთდება, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობა მთელი თავისი ხარისხითა და ყველა მიმართულებით იქნება
სტანდარტების დონეზე, ქვეყანა იქნება მთლიანი და ერთიანი. მინდა
საკრებულოს ეროვნულ საკითხში კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო“, -
თქვა კახათის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანანა მებონიამ.
საკრებულოს წევრის კონსტანტინე კაკავას თქმით, აღნიშნული ინიციატივა
მოსახლეობას ეკუთვნოდა, რომელსაც წარმომადგენლობითმა ორგანომ მხარი
ერთხმად დაუჭირა.
„ამ ჟესტით ჩვენ ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებს ვაღიარებთ. ზვიად
გამსახურდია არის ეროვნული და თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოს
სათავე, რომელსაც არ ვივიწყებთ. თუ დღეს ევროპასა და დასავლურ
სივრცეში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ გამსახურდიამ და
„ეროვნულმა მოძრაობამ“ მოიტანა“, - აღნიშნა კაკავამ.
პირველი პრეზიდენტის საქმიანობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა საკრებულოს
აპარატის თანამშრომელმა გობრონ ჯახიამ, რომელიც პირველი პრეზიდენტის
თანამებრძოლი იყო.
„მქონდა პატივი, მემუშავა ზვიადის გევრდით უზენაესი საბჭოდან
მოყოლებული და პირადად ვიცნობდი მას. ნამდვილად ემოციურია ჩემთვის ეს
დღე და ამაზე საუბარი. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაფასდა მისი
ღვაწლი“, - აღნიშნა ჯახიამ.
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული საკრებულოს სხდომათა
დარბაზისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
გადაწყვეტილება საკრებულომ გასულ სხდომაზე მიიღო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები