ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ დარბაზს, სადაც საკრებულოს
სხდომები ტარდება, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებმა
ერთხმად მიიღეს. ინიციატივა ფრაქცია „კონსერვატორების“ ერთ-ერთმა
წევრმა კონსტანტინე კაკავამ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირველი
პრეზიდენტის სახელის მინიჭება წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა
დარბაზისთვის მნიშვნელოვანია.
მასალის გამოყენების პირობები