„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კონფერენციის შემდეგ ზუგდიდი უკომენტაროდ დატოვეს (ვიდეო)
15:59 / 24.04.2018
ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ოდიშში“ „ქართული ოცნების“ რეგიონული
კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას
პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,
აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და
გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ, რომელთაც
ზუგდიდი ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვეს.
დღეს პარტიამ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დელეგატები
და ბიურო აირჩია. თავმჯდომარის პოსტს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია
დაიკავებს.
“მადლობა გუნდს, მათ ერთხმად ამირჩიეს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და
ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის ხვალინდელი დღის
კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა გოგიამ.
შეხვედრაზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც
იმყოფებოდა.
„იყვნენ საპატიო სტუმრები, იყო მსჯელობა გავლილ გზასა და
გამოწვევებზე. შევთანხმდით, რომ ერთიანად გავაგრძელებთ მუშაობას
ხვალინდელი დღისთვის“, - თქვა ქვარაიამ.
კულტურის ცენტრ „ოდიშში“, სადაც აღნიშნული კონფერენცია გაიმართა,
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და ზუგდიდის მერიის
აიპი-ების თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მერაბ ქვარაიას განმარტებით,
შეხვედრას დელეგატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„თუ რომელიმე საჯარო მოხელე იმყოფებოდა აქ, დარწმუნებული ვარ,
ექნებოდა კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, რაიმე პრობლემას ვერ
ვხედავ“, - განმარტა მაჟორიტარმა.
"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენცია ზუგდიდში, დაახლოებით, 40
წუთს გაგრძელდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები