ცაცხვის 74-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი
ლიდერი გიგი უგულავაც იმყოფება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ
ოპოზიციური პარტიის
მოლოდინი ოპტიმისტურია, რადგან მათ კანდიდატს მმართველი პარტიის
დამარცხების გამოცდილება აქვს.
რაც შეეხება წინა საარჩევნო პროცესებს, უგულავა ამბობს, რომ „ქართულმა
ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსი კენჭისყრის დღემდე გამოიყენა.
"ერთი კვირაა ცაიშში ვცხოვრობ და ბათუმის პლაჟი გეგონებათ, იმდენი
ხრეშია დაყრილი, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ
ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. სხვა სოფლებში რომ
მიხვიდეთ, ბევრი ორმოა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ უფრო
მეტი გააკეთოს. თუ გოდერძი კუკავა გაიმარჯვებს, მაშინ ის ხრეში
ასფალტით დაიფარება. იმედი მაქვს, რომ ცაიშელები სწორ არჩევანს
გააკეთებენ. აქვე ხედავთ, რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, კანონის სრული
დაცვით მიგვეწოდებინა ამომრჩევლისთვის ინფორმაცია ხმის მიცემის
ელექტრონული პროცესის შესახებ. დავდგით მონიტორი, თუმცა ხედავთ, როგორ
ეფარებიან. ხელისუფლება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესს თავისი უკანალით
ფარავს“- თქვა გიგი უგულავამ.
თავის მხრივ, ადმინისტრაციულ რესურთან დაკავშირებულ ბრალდებაზე
კომენტარის გაკეთება არ ისურვა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც
ამავე უბანზე იმყოფება.
„ცივი წყალი დალიოს“, - ამ პასუხით შემოიფარგლა გოგია.
დღეს ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა -
"ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი -
"თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო".
ამავე თემაზე:
ცესკო: 12
საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74%
შეადგინა
ცესკოს თავმჯდომარე
თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)
ცაიშში სამივე უბანი
დროულად გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები