ახალი ამბები
გიორგი გახარია ზუგდიდში: აფხაზეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედნიდან მიულოცა, მანამდე კი უწყების მიერ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მათ მონაწილეებთან ფოტოებიც გადაიღო. 



გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზუგდიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა პატივია, რადგან აქვე მდებარეობს აფხაზეთი, რომელიც, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

„შსს-ს ერგო პატივი, ეს დღე საქართველოს მიულოცოს სამეგრელოდან და ზუგდიდიდან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქვე არის ჩვენიგულის ტკივილი აფხაზეთი, რომელიც დღეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი ამოცანა და გამოწვევა. ამ სადღესასწაულო დღეს მე სწორედ აქედან სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის ასი წლისთავი", - აღნიშნა მან. 



გარდა ამისა, შს მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ საქართველო შესაძლებლობების ქვეყნად უნდა იქცეს.

"მინდა გითხრათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო გამორჩეული მოვლენა ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, ისეთი დემოკრატიული ხარისხისა და ფასეულობების ინსტიტუცია, რომელზეც ბევრი მაშინდელ ევროპაში ოცნებობდა. ვალდებულები ვართ, ის მაღალი სტანდარტი გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. სწორედ ესაა ჩვენი ფუნქცია და გამოწვევა, როგორც უნდა ვიცხოვროთ ხვალინდელ დღეს . ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება, სრულად გააზრებით პასუხიმგებლობით ვიყოთ ორიენტირებულები ხვალინდელ დღეზე, ყველამ შრომით და თავდადებით განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ საქართველო გახდეს არა გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გახარიამ.


შს მინისტრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.



ის ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ეცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მართავს. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდელების სურვილები დამოუკიდებლობის დღეს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.