დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს
ფეისბუქპოსტი, რომელშიც ე.წ. მინისტრი აფხაზებს სირიის მიერ აფხაზეთის
დამოუკიდებლობის
აღიარებას ულოცავდა, აღარ იძებნება.
კოვემ პოსტი, სავარაუდოდ, მას შემდეგ წაშალა, რაც დანარჩენი
საქართველოს ფეისბუქ მომხმარებლებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო.
მილოცვის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტ ფლეშმობი დაიგეგმა.
მომხმარებლებმა პოსტზე რეაქციას "HAHA ემოციით" გამოხატეს.
დე ფაქტო მინისტრის პოსტზე 10 000-ზე მეტი მსგავსი ემოცია დაფიქსირდა.
ამავე პოსტზე სულ 12 000-მდე ემოცია იყო, რომელთაგან უმეტესობა
გაბრაზებისა და სევდის გამომხატველი იყო. პოსტი 1000-მდე
მომხმარებელმა მოიწონა.
ფოტო: ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები