ზუგდიდში არსებული ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი
ხელახლა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერი უარყოფით შედეგით
დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე
ერთადერთმა კომპანიამ შპს „კელვინმა“ ტექნიკური დისკვალიფიკაცია
მიიღო.
„სრულყოფლად არ არის მითითებული ინფორმაცია სამუშაოს შესრულებაში
გამოსაყენებელი ტექნიკის შესახებ, კერძოდ არ არის მითითებული
ინფორმაცია ტენიანობის ინდიკატორის და ნაკადის რელეს მწარმოებელი
კომპანიის შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ხელახლა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
რადიო
„ათინათს“ შპს „კელვინ“-ის დირექტორმა ზურაბ ომიაძემ
უთხრა, რომ ტექნიკური დისკვალიფიკაცია „წვრილმანის“ გამო მიიღეს და
ახალ ტენდერში მონაწილეობას ისევ გეგმავს.
„არასწორ შევსებაზეა საუბარი, თუმცა წვრილმანზე. შესაძლოა, ეს უფრო
კომისიის ხარვეზი იყოს. ისევ შევიტანთ წინადადებას“, - აღნიშნა
ომიაძემ.
ახალ ტენდერში პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 18-დან 23 ივლისის
ჩათვლით შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია
ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების
მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების
მოწყობა. რეაბილიტაციისთვის კი 407 830 ლარია გამოყოფილი.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების
საგარანტიო ვადა კი სამი წელია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
მერიამ ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი
გამოაცხადა
მასალის გამოყენების პირობები