ახალი ამბები
საია ენმ-ის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს ეხმაურება. საუბარია ოპოზიციური პარტიის მიერ 27 ივნისს პროექტ „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" ფაგლებში ზუგდიდში მცხოვრები 100 მოქალაქისთვის „გარანტიის სერთიფიკატის“ გადაცემაზე.

ინიციატივის თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობისთვის ზიანს ანაზღაურებას გეგმავს, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმის გამოცხადებასაც აპირებს.

პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს. 

საია-ს შეფასებით, აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით.

„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გაერთიანებისა და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერთიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა. სავარაუდოდ, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება როგორც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით, აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

კითხვებს აღძრავს თავად ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და მასში ფინანსური რესურსების აკუმულირების საკითხი: როგორ, რა წესით, რა სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით მოხდება ფონდის შექმნა, ასევე, როგორ მოხდება პარტიის მიერ ამ ფონდში თანხების მობილიზება და რამდენად კანონშესაბამისად წარიმართება ჩინოვნიკებისგან „ხალხისგან ნაძარცვის“ დაბრუნების პროცესი? გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული პროგრამა წამოიწყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხოლო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას.

გარდა ამისა, „საგარანტიო სერტიფიკატის“ გაცემის დროს პარტია აგროვებს პირის სახელს, გვარს და მის პირად ნომერს, რაც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. საინტერესოა, ამ პროცესში ხდება თუ არა პარტიის მიერ ამომრჩევლების ინფორმირება მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების შესახებ”,- აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფაქტის შესწავლას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას სთხოვს, პოლიტიკურ პარტიებს კი მოუწოდებს, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და უზრუნველყონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

ენმ-ში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე თემაზე:

ენმ: ვიწყებთ ივანიშვილის რეჟიმისგან დაზარალებულების განცხადებების მიღებას (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.