მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიის დროს მომუშავე
მაშველები ჯილდოს სახით დამატებით თანხას მიიღებენ. ინფორმაციას
საგანგებო
სიტუაციათა მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყებაში რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ
ასევე დაჯილდოვდებიან ლენტეხში, ზესხოს ხანძრის ლიკვიდირებაში
მონაწილე მეხანძრე-მაშველები და რუსთავის წყალდიდობის დროს მომუშავე
მაშველები, სულ 350 თანამშრომელი.
5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე
ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო გზა,
მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი და
სახნავ-სათესი სავარგულები წაიღო. ნაწილობრივ და სრულად დაინგრა
რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები. ზარალის ზუსტი
ოდენობა, ჯერჯერობით, კვლავ დაუდგენელია.
ამავე თემაზე:
საავტომობილო
გზების დეპარტამენტი: ჭუბერში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა
დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები