ფოთში, ზღვამ, სავარაუდოდ, იმ რუსი ტურისტის ცხედარი გამორიყა,
რომელსაც მაშველები 9 აგვისტოდან ეძებდნენ. შინაგან საქმეთა
სამინისტროს
ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე
მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
9 აგვისტოს საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა გაავრცელა განცხადება,
რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებდნენ. უწყების
ცნობით, მამაკაცის შესახებ ინფორმაცია მათ ახალგაზრდა ქალმა მისცა,
რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა ხნით ადრე გამოიყვანეს.
ამავე თემაზე:
ფოთში ზღვაში
ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მასალის გამოყენების პირობები