რაულ ხაჯიმბა ოფიციალური ვიზიტით სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჩავიდა.
აეროპორტში მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ - მუალემი
დახვდა.
აფხაზურ დელეგაციაში, რომელსაც „პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პრემიერ -
მინისტრი გენადი გაგულია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
ბესლან ბარციცი, უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა, საგარეო
საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია და
ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა შედიან“, - წერს „აფსნიპრესი“.
ოკუპირებული აფხაზეთის და სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტები,
მოლაპარაკებების მსვლელობისას, ორმხრივი თანამშრომლობის,
აფხაზურ-სირიული ურთიერთობების განვითარების საკითხების განხილვას
გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები