სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს ახალი
ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობას ლიკა ქვარცხავა
დაიკავებს, რომელიც დღემდე რუხში მერის წარმომადგენელი იყო. აღნიშნული
ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ სამხარეო
ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
„დღეს დაინიშნა და შეუდგა უფლებამოვალეობის შესრულებას. ჯერჯერობით,
გუნდი არ დაუკომპლექტებია, თუმცა, ამ დღეებში შემოგვთავაზებს“, - თქვა
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან
სულაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 29 აგვისტოს,
დანიშვნიდან მესამე დღეს დატოვა. მან აღნიშნულ პოსტზე პაატა ლაგვილავა
ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი გუნდთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციის
ახალი რწმუნებულის დანიშვნის შემდეგ დატოვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია 21
აგვისტოს წარადგინეს.
ამავე თემაზე:
სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ახალმა
ხელმძღვანელმა თანამდებობა
დატოვა
მასალის გამოყენების პირობები