სამართალდამცველებმა რუხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით
1976 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15
წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა
ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 1982 წელს დაბადებული გ.შ.
დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
რუხში
მამაკაცი მოკლეს
მასალის გამოყენების პირობები