27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ენგურის ხიდზე ოკუპაციის
გასაპროტესტებლად აქცია დაიგეგმა. ინფორმაციას ორგანიზატორები
სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"წერილი პუტინს:
ვიცით, როგორ ძალიან გინდა აღარ გვახსოვდეს, მოგვბეზრდეს, დავიღალოთ
და ხელი ჩავიქნიოთ. ვიცით, თუ რამხელა ზიზღით, დაპირისპირებითა და
გახლეჩვით კვებავ ამ თემას, მაგრამ დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას. ამ
ომს, საინფორმაციო ომს, შენ ვეღარ მოიგებ.
დროა ერთიანი, მშვიდობიანი, ბედნიერი სახელმწიფოს შენების, სადაც
ყველა ადამიანის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
დიახ, გვჯერა რომ კედელზე გაკრული ერთი სტიკერი, ერთი შეძახილი, ერთი
ბანერი, ერთი სტატია და ენგურისკენ ფეხით წასული ერთი კაცის პროტესტი
შეცვლის ბევრ რამეს!
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავზე, შენ მიერ გაბმულ
მავთულხლართთან მივალთ იმის სათქმელად, რომ აფხაზეთი
საქართველოა!''
27 სექტემბერს 15:00 საათზე, შეუერთდი ერთი კაცის საპროტესტო აქციას
ენგურის ხიდთან", - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ
ტექსტში.
ამავე დღეს, ენგურის ხიდამდე ფეხით მივა აქტივისტი გიგა მაქარაშვილი,
რომელიც თბილისიდან 14 სექტემბერს დაიძრა.
ამავე თემაზე:
თბილისიდან ენგურის ხიდისკენ
მომავალი აქტივისტი უკვე იმერეთშია
მასალის გამოყენების პირობები