მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის რეფერალური საავამდყოფოს
სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. ამავე ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
“პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია,ჰემატომის ევაკუაცია, პლევრის ღრუს დრენირება”,- განმარტა ორჟონიამ.
ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მამაკაცს სოფელ ცაცხვში დღეს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
სოფელ ცაცხვში 55 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
მასალის გამოყენების პირობები