მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა და ის კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს.
დაშავებული საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გუშინ მოათავსეს. მას ზუგდიდი-თბილისის მატარებელი სოფელ ცაცხვში დაეჯახა.
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
სოფელ ცაცხვში 55 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
მამაკაცი, რომელსაც ცაცხვში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე
მასალის გამოყენების პირობები