არჩევნები
შესაძლო იძულების, ძალადობრივი ნიშნები და წინასაარჩევნო დარღვევები სამეგრელოში- ISFED-ის ანგარიში
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ამავე ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში სხვადასხვა წინასაარჩევნო დარღვევაზეა მითითებული, მათ შორის, სამეგრელოში საარჩევნო კოდექსის რამდენჯერმე დარღვევაზე.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტი ზუგდიდში. საუბარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც 413 შეჭირვებული ოჯახისთვის საკვები პროდუქტების შეძენას ითვალისწინებს.

ამავე ადოკუმენტში მითითებული სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტები. ამ კონტექსტში კი მოყვანილია შემთხვევები, როდესაც ააიპ-ების თანამშრომლებს დაევალათ, რომ შეევსოთ წინასწარ მომზადებული ბლანკები. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, თანამშრომლებს ასეთი 10-10 ბლანკი გადაეცათ. აღნიშნულის მიზანი კი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებაა, რათა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს.

შუალედურ ანგარიშში ასევე საუბარია ხობში მომხდარ ფაქტზე, როცა, ხობის საკრებულოს წევრის ენმ-დან ია ჯიშკარიანის ინფორმაციით, მაჟორიტარი ირაკლი ბერაია ახალ ხიბულასა და ჭალადიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ მოუწოდებდა, „თავში ჩაერტყა“ ენმ-ის წევრის ან მომხრესთვის, ბერაიას თანმხლებმა პირებმა კი სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მამაკაცს. თავად ირაკლი ბერაიას, „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მიაჩნია, რომ ეს ძალადობისკენ მოწოდება არ არის, რადგან, როგორც თავად ამბობს, მან იგულისხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც კი წინ წამოიწევა, უნდა ჩაართყან და უკან მიაბრუნონ. რაც შეეხება სიტყვიერ შეურაცყოფას, ბერაიამ „სამართლიან არჩევნებს“ უთხრა, რომ ჯიშკარიანი თავად იყო პროვოკატორი, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არ მომხდარა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები დაინახეს ორგანიზაციის დამკვირვებლებმა აბაშაში. საუბარია მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანით „ქართული ოცნების“ შტაბიდან საოფისე ინვენტარის გატანაზე.

ფოთში კი, ანგარიშის თანახმად, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა. კონკრეტულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭრები ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრისას მას აქციითა და შეძახილებით დახვდნენ და დარბაზის ეზოში შესვლაც ცადეს. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფოთში ასევე დაირღვა აგიტაციის წესები. კერძოდ, ფოთის მერიის თანამშრომელმა სამუშაო დროს ფეისბუქზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა, აუდიტის სამსახურის უფროსი კი ესწრებოდა ამავე კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრას ასევე სამუშაო დროს.

დოკუმენტში მოხვდა ფოთის მერის მოადგილის ირაკლი თოფურიას გადადგომის ფაქტიც.

რაც შეეხება მესტიას, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის სააგიტაციო პლაკატები ჩამოხეულია.

ISFED-მა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა, და ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკრუი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. „სამართლიანი არჩევნები“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოუწოდებს, რომ აღკვეთონ საჯარო სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმბული პირებისთვის ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების დავალება, ასევე საჯარო მოხელეების აგიტაციაში იძულებით ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

ამავე თემაზე:

ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დახმარება შეჭირვებულ ოჯახებს 

არასამთავრობოები:სავარაუდოდ, ააიპ-ების თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.