ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა
მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში აქვს მიყენებული.
„პაციენტს წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია. მას ჭრილობა სავარაუდოდ ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა“, - თქვა ორჟონიამ.
შს სამინისტრომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები