სოფელ ჭითაწყარში მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველის ინფორმაციით კაცი გზას კვეთდა, როდესაც მიკროავტობუსი დაეჯახა. მისივე თქმით,
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.
როგორც რადიო
"ათინათს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მასალის გამოყენების პირობები