გათავისუფლებულმა გიდმა სამსახურში აღდგენის განჩინება მუზეუმს ჩააბარა (ვიდეო)
11:55 / 04.12.2018
ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დღეს მუზეუმის ადმინისტრაციას
სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა. 13 გვერდიან განჩინებაში წერია, რომ ზოდელავა სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური აუნაზღაურონ. ზოდელავას თქმით, მას სურდა, რომ განცხადება პირადად მუზეუმის დირექტორისთვის ლილი ბერაიასთვის გადაეცა, თუმცა ის ადგილზე არ დახვდა.
„თუ უარს იტყვის ჩემს აღდგენაზე, სააღსრულებლო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. თუკი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ყურადღებას არ მიაქცევს, მაშინ მივმართავ ყველა ორგანოს აუცილებლად ჩემი სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მე არ გავჩერდები“, - უთხრა ჟურნალისტებს ზოდელავამ.
უზენაესმა სასამართლომ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 2018 წლის ივნისში უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.
მანამდე, ზოდელავას სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.
ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან 2017 წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 132-ე დღეს, ზუგდიდის აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან გაათევენ ღამეს, რითაც შუერთდებიან პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლების მოწოდებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები