ტყვარჩელის რაიონის დაბა აკარმარაში ნადირობისას 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, წერს აფხაზური მედია. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსლან კვიცინიას საკუთარი
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. უბედური შემთხვევის დეტალების დასადგენად ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მეთევზეთა და მონადირეთა საზოგადოების ხელმძღვანელის თემურ წვიჟბას თქმით, ნადირობის ყველა სახეობას უსაფრთხოების საკუთარი წესები აქვს, რასაც მოსახლეობის ნაწილი არ იცავს.
„უბედური შემთხვევების უმრავლესობა სწორედ გაუფრთხილებლობის და დაუდევრობის გამო ხდება“, - აღნიშნა მონადირემ.
მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით აფხაზეთში 11 ათას ადამიანს აქვს „რესპუბლიკის მონადირეთა კავშირის" მიერ გაცემული ბილეთი, თუმცა, დაახლოებით ამდენივე, სავარაუდოდ, დაურეგისტრირებლად გადის სანადიროდ ან სათევზაოდ.
მასალის გამოყენების პირობები