ახალი ამბები
მოვაჭრეები გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ
ზუგდიდის საკრებულოში გარევაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოვაჭრეებიც დაესწრნენ. სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ალტერნატიული ფართები, სადაც ობიექტების მოწესრიგების შემდეგ ისინი მუშაობას შეძლებენ. საუბარია მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ ფეხბურთის მინი სტადიონსა და ბაზრის უკან მდებარე ტერიტორიაზე.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მამუკა წოწერიას თქმით, ხილითა და პროდუქტით მოვაჭრეებისთვის ბაზრის უკან ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი უკვე არსებობს და აქ გადასვლას, თანხმობის შემთხვევაში, მოვაჭრეები, ერთ თვეში შეძლებენ. რაც შეეხება ტანსაცმლით მოვაჭრეებს, მათ ზემოაღნიშნული სტადიონის ტერიტორია შეთავაზეს, სადაც ისინი რამდენიმე თვის წინ, ცოტა ხნით მუშაობდნენ.

alt

„ჩვენ შევთავაზეთ კიდევ ერთხელ ეს ტერიტორიები და იმედი გვაქვს, მივალთ კონსესუსამდე, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც გარემოვაჭრეების, ასევე, მუნიციპალიტეტების ინტერესები. მათ მიეცეთ ცივილურად, ნორმალურ გარემოში მუშაობის საშუალება, ჩვენ კი შევძლოთ, გავათავისუფლოთ გზის სავალი ნაწილი და მოვაწესრიგოთ ბაზრის წინა ტერიტორია“, - აღნიშნა წოწერიამ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა მინი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის, შპს „ნიუ ნათის“ წარმომადგენელი დავით ჯანაშია. მან შეხვედრაზე თქვა, რომ მათ იმ ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეები რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, დახლები საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს, თუმცა, მოგვიანებით, მერიის მითითებით ისევ დაშალეს.

„მერიის ამ გადაწყვეტილებით დრო დაიკარგა, თანხებიც და შესაძლოა, ეს პრობლემა უკვე მოგვარებული ყოფილიყო “, - აღნიშნა ჯანაშიამ.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ შეთავაზებების შესახებ სხვა მოვაჭრეებსაც გაესაუბრებიან და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.

alt

სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„იმისთვის, რომ იგივე შედეგამდე არ მივიდეთ, მნიშვნელოვანი, რომ საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პირმა, რომელსაც ეს საკითხი პირდაპირ თუ არაპირდაპირ ეხება... ჩვენ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემების წინაშე ვდგავართ რომლის დარეგულირებას გარკვეული დრო და მხარეთა მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება“, - გვითხრა საია-ს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა ჯემალ ჭკადუამ.

ბოლოს, მათ ბაზრის მიმდებარედ მუშაობის უფლება სასკოლოდ რამდენიმე დღით მისცეს, თუმცა, ისინი ამ დრომდე არნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობენ. ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა თითქმის 10 წელია დგას.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს მუშაობის ნება ოთხი დღით დართეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
19 / მაისი 2025
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. ის ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.