მესტიის გზაზე, დღეს დილით, გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ჯერჯერობით, უცნიბია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
მასალის გამოყენების პირობები