თენგო ქობალიას დედა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ აზა ჯოლოგუამ ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერად მინდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით,
მას მხოლოდ ის დარჩენია, რომ მინისტრს შეხვდეს და მისი შვილის შესახებ მოუყვეს. ის იმედოვნებს რომ გახარია ამ საქმით დაინტერესდება და შეხვდება.
ამ წუთებში თენგო ქობალიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ცენტრალულ გზაზე იმყოფებიან, რის გამოც მოძრაობა ცალხრივად შეზღუდულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება.
ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია (ვიდეო)
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ქობალია წინასწარ პატიმრობაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები