ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია გამოკითხვაზე იმყოფება
ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის პოლიციაში ზუგდიდელი ზაალ ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“ შსს-ში უთხრეს. დაკავებულის შვილის ლანა ლატარიას ინფორმაციით, მისი მამა ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მისივე თქმით, ლატარია უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სპეცრაზმელია.
„სანამ პოლიციის შენობაში შეიყვანდნენ, მამამ მითხრა, რომ მას ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ჰკითხავდნენ. სხვა არაფერი არ ვიცი. ველოდები, რომ გამოუშვებენ, უკვე 40 წუთია, რაც გამოკითხვაზე. მამა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, არაფერს არ საქმიანობს ახლა, ადრე უკრაინაში იბრძოდა“, - ამბობს ლანა ლატარია.
ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათ შორის, ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.
მასალის გამოყენების პირობები