ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას იმ სამუშაო ადგილებისა და ფასების შესახებ, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ალტერნატივის სახით სთავაზობს გარემოვაჭრეებს.
შეთავაზებულ ლოკაციებს შორისაა:
"Western Moll" (ე.წ. წულაიას ბაზრობა) - 100 ადგილიანი ფართი - 2 თვე უფასო, ხოლო ორი თვის შემდეგ საშეღავათო პირობები.
სავაჭრო ცენტრი "ზუგდიდი" (ე.წ. კვარაცხელიას ბაზრობა) - 45 ადგილი, 15 დღე უფასო, შემდგომ თვეში 60 ლარად.
შპს "სუპერმარკეტი" - 10 ადგილი, 15 დღე უფასო, შემდგომ დღეში 3 ლარად.
ე.წ. დავითაიას ბაზრობა - 10 ადგილი, ორი თვე უფასო, ხოლო შემდგომ თვეში 70 ლარად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი პირველი მარტიდან ამოქმედდება.
ამავე თემაზე:
სად აიკრძალება გარევაჭრობა მარტიდან ზუგდიდში
ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირების წესი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო
მოვაჭრეები გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ
ზუგდიდის საკრებულოში გარევაჭრობასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
მასალის გამოყენების პირობები