შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო
"ათინათს" ფოთსა და სენაკში დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად
სამი პირი დაკავება დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ 17 პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება და საქმეზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
დღეს დილით სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში ჩატარდა. ფოთში აყვანილი პირების მეზობლების ინფორმაციით, 10-მდე ნიღბიანმა სამართალდამცავმა მათი მეზობლების სახლებში ჩხრეკა დილის 8 საათზე ჩაატარა, თუმცა სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე ადამიანი დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები