რეგიონი
„აფსნი ლაიფი“: „ქართველი ჟურნალისტები მორიგ პროვოკაციულ ვიდეოს იღებენ“
აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ინტერნეტ - გამოცემა „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს კადრებს შემდეგი კომენტარით: „ქართველი ჟურნალისტები მორიგ პროვოკაციულ ვიდეოს იღებენ“. კადრები, ოკუპირებული ოტობაიას მხრიდან, გადაღებულია იმ დროს, როდესაც „პირველის არხის“ ჟურნალისტები რადიო "ათინათის" ჟურნალისტების ინტერვიუს იწერდნენ მათ მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით: მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს.

გამოცემა წერს, რომ გადაღებების საბაბად იქცა ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ორსანტია - ოტობაიას ხიდთან „საქართველოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზთან, თებერვლის შუა რიცხვებში მოხდა“.

„კადრებზე აშკარად ჩანს, რომ ზუგდიდის მხრიდან შეკრებილი ათობით ადამიანი ელოდება სამგლოვიარო პროცესიას, რომელიც ოტობაიაში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას ხიდის მეორე მხარესთან დასვენებას ელოდება. გარდაცვლილის ახლობლებმა ვერ გადაკვეთეს საზღვარი, რადგან ნათესავებმა წინასწარ არ იზრუნეს მათთვის საშვების დაკვეთაზე. შედეგად კუბო ხიდთან, მავთულხლართების მახლობლად დაასვენეს, რათა სამეგრელოში მყოფებს, მისი დატირება შორიდან შესძლებოდათ. მას შემდეგ, პრაქტიკულად ყოველ დღე, ქართული მედია იყენებს ამ ტრაგედიას, როგორც ინფორმაციულ საბაბს აფხაზურ - ქართული საზღვარზე დესტაბილიზაციისთვის“, - წერს აფხაზური გამოცემა.

„აფსნი ლაიფს“ აქვე მოჰყავს ქართული მედიასაშუალებების მიერ რუსულ ენაზე გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ოტობაია- ორსანტიას ხიდთან მომხდარის შესახებ წერენ.

გამოცემა წერს, რომ საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები ადამიანების პრობლემებს საქართველოს ხელმძღვანელობა იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის.

„მაგალითად, ამ შემთხვევის შემდეგ, ქართული მედიასაშუალებების ნაწილმა ბრალი დასდო მესაზღვრეებს იმაში, რომ მათ უარი თქვეს კანონის დარღვევაზე და არ გაატარეს მოქალაქეები იქ, სადაც არ მოქმედებს საკონტროლო - გამშვები პუნქტები“. მათი მტკიცებით, „იმ შემთხვევაში, როდესაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, მოქალაქეებს საზღვრის გადაუდებელი კვეთა უწევთ, აფხაზური მხარე საკითხს უმოკლეს ვადებში წყვეტს“.  

მანამდე „გალ ტვ“ გამოეხმაურა რადიო „ათინათის“ მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დასტირის მავთულხლართებით ორად გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია მიცვალებულს ოტობაია - ორსანტიას გამყოფ ხაზთან. მათი განცხადებით, ქართული მედიასაშუალებები ახორციელებენ პროვოკაციულ აქციებს, რომლებშიც ისინი „სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში ბრალს სდებენ აფხაზურ მხარეს, მაშინ როდესაც ადამინისტრაციულ საზრვარზე მიმოსვლას დე ფაქტო რესპუბლიკაში მიღებული „კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ არეგულირებს.

აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.