ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ 4 მარტს ხაჭაპურები და ლიმონათები გაუგზავნა.
სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ მანამდე ხუბუტიამ მას დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვებისთვის მსგავსი რამის გაკეთებას აპირებდა.
„დამირეკა, ვიყავი რამდენიმე მშობელთან და მასწავლებელთან ერთად. რატომ დავუშლიდი? უსაფრთხოების, ჰიგიენის ნორმები დაცული იყო. ბავშვებიც საკმაოდ გახარებულები იყვნენ და სიამოვნებით მიირთვეს“, - გვითხრა გოგინავამ.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, სკოლის 150 წლის
იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პედაგოგების ნაწილს ლეპტოპები, ხოლო 9 მედალოსან კურსდამთავრებულს
აიფონები გადასცა. თავად ხუბუტიას კი მოსწავლეებმა ხატი აჩუქეს.
მასალის გამოყენების პირობები