გალში ერთ - ერთ კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 1945 წელს დაბადებული ზაურ ელიავა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, წერს „გალ ტვ“. ამავე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის
მომენტში მისი მეუღლე, ნაირა ქვაჩახია სახლში არ იმყოფებოდა. ადგილზე მისული სახანძრო -სამშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. მთლიანად დაიწვა ნაგებობაც. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. დაღუპულის ცხედარი სოხუმში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მასალის გამოყენების პირობები