ენმ-ის წევრებმა ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს
14:43 / 17.03.2019
სენაკის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ოკუპირებულ გალში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს
სახელმწიფო დროშა გადააფარეს.
"სამწუხაროდ ირაკლი კვარაცხელია მთელ საქართველოს მოგვიკლეს და ეს არ არის პირველი ფაქტი. ჩვენს თანამოქალაქეებს მერამდენე შემთხვევაა უკვე წამებით კლავენ. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს არ აკეთებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, ერთგვარი მოთხოვნაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ ბოლომდე და მსგავსი ფაქტების განხორციელებაში ხელი შეუშალონ რუს ოკუპანტებს. დარწმუნებული ვარ, ირაკლის და ჩვენი ბიჭების მკვლელები დაისჯებიან და პასუხს აგებენ", - თქვა ენმ-ის წარმომადგენელმა გოგიტა ოდიშარიამ.
ირაკლი კვარაცხელია სენაკში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარშია დასვენებული. მას 3 საათზე დაკრძალავენ. ამავე თემაზე:
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები