აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარის ოთარ დანელიას თქმით, აუცილებელია, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შესაბამისი რეაგირება ხელისუფლებამ საერთაშორისო
თანამეგობრობის დახმარებით მოახდინოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სენაკში, ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას სამძიმარზე უთხრა.
"დღეს არის უმძიმესი დღე, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ტრაგედია. იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული, ხდება ფაქტები, რომლებზეც ჩვენ სრული კონტროლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რათა მაქსიმალურად პასუხი მოეთხოვოს ოკუპანტს იმ თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად და ყოველდღიურად ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი რეაგირება, ამასთან, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ზეწოლას ადგილი და შესაბამისი რეაგირება გავაკეთოთ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით",- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
ოჯახს სამძიმარი ასევე გამოუცხადეს სენაკის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა.
სენაკის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა კი ცხედარს სახელმწიფო დროშა გადააფარეს.
ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ტაძარშია დასვენებული, მას რამდენიმე საათში დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:
პატრიარქის კურთხევით ირაკლი კვარაცხელიას წესი აუგეს (ვიდეო)
ოკუპირებულ ნაბაკევში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ
გუბერნატორმა ოკუპირებული ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა
ირაკლი კვარაცხელიას ძმა: ჩემი ძმა ჯერ აწამეს და მერე ჩამოკიდეს
ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები