ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, დენის დარტყმისას დაშავებული
9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "
ათინათს" ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა. მოზარდი თბილისში, სწორედ აღნიშნულ ცენტრში იყო მოთავსებული.
აქ 9 წლის ბავშვი ფოთის კლინიკიდან გადაიყვანეს. შემთხვევა
11 მარტს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები