წალენჯიხაში, ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია საცხოვრებელ სახლს შეუძენს. ამის შესახებ რადიო
"ათინათს" მუნიციპალიტეტის
მერმა ბესიკ ფარცვანიამ უთხრა. მისივე თქმით, სახლს 20-25ათასი ლარის ფარგლებში შეიძენენ.
„ერთი სახლი გვქონდა არჩეული, მაგრამ მაგაზე უარი თქვეს. თვითონ ოჯახი ეძებს და ჩვენ შევისყიდით 20 - 25 ათასი ლარის ფარგლებში. პროგრამით ადრე 3000 ლარამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა ცვლილებები შეგვაქვს და ისეთ ოჯახებს, რომლებიც სტიქიური უბედურებების გამო თავშესაფრის გარეშე რჩებიან საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ“, - ამბობს ფარცვანია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ერთ-ერთ დასახლებაში ხანძარს 83 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 21 მარტს მოხდა.
ამავე თემაზე:
წალენჯიხაში ხანძარს 83 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მასალის გამოყენების პირობები