პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის
ბრალდებით დაკავებულ გელა როსტობაიას ოჯახში იმყოფებოდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაკავებულის მამამ იანურ როტობაიამ უთხრა. შამგონაში ასევე იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.
„ეს-ესაა წავიდნენ. სოლიდარობა გამომიცხადეს და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დამპირდნენ“, - აღნიშნა როსტობაიამ.
როსტობაიების ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გელა როსტობაია 5 აპრილს დააკავეს.
ამავე თემაზე:
გელა როსტობაიას მამა: ჩემი შვილის გათავისუფლების საკითხი ხვალ გადაწყდება
მასალის გამოყენების პირობები