ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ხუთი წლის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა ედება, 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ სასამართლოში უთხრეს.
მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონ შეესწრო.
შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარუდგინა.
ამავე თემაზე:
ზედაეწერში მშობელი ბაღის მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს
მასალის გამოყენების პირობები