ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი ჯ.თ. ახლობლების ნაწილმა ზუგდიდის სოფელ ორსანტიიდან დაიტირა, თუმცა ამჯერად სოფლების დამაკავშირებელ ხიდთან, ე.წ. საზღვართან ცხედარი არ გააჩერეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ხიდზე მიცვალებულის დასვენების უფლებას რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღარ აძლევენ.
„რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით კიდეც. შვიდი წელია, არ ვყოფილვარ სახლში. ჩემი ბიძაშვილია, გვერდიგვერდ ვცხოვრობდით ოტობაიაში და ვერ ვემშვიდობები“, - გვითხრა გარდაცვლილის ბიძაშვილმა, რომლის სახლიც გამოღმა ნაპირიდან ჩანს. ახლობლები სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათი ნაწილი მიცვალებულის შორიდან დასატირებლად ქუთაისიდან ჩამოვიდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები