საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგს პასუხობს, რის თანახმადაც ზუგდიდის სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტში
პოლიცია მონაწილეობდა.
„სოფელ ნარაზენთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება წარდგენილი იქნება სასამართლოზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ინციდენტში მონაწილე მხარეებს, მოქალაქეებს, თუ აქვთ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებები, წარუდგინონ ისინი სასამართლოს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ შსს-ში.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ.
ამავე თემაზე:
გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
გიორგი პატარაია: სამწუხაროა, რომ პოლიცია იმ კანდიდატის დევნითაა დაკავებული, რომელიც იგებს
მასალის გამოყენების პირობები