სანდრა რულოვსი: ვითხოვთ ჩხეტიას გათავისუფლებას ყოველგვარი სანქციის გარეშე (ვიდეო)
15:25 / 12.04.2019
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ისინი მათი აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას გათავისუფლებას სასწრაფოდ და ყოველგვარი სანქციის გარეშე
ითხოვენ. ამის შესახებ რულოვსმა ჟურნალისტებისთვის გამართული ბრიფინგზე განაცხადა.
“იმის მაგივრად, რომ საკუთარი მოქალაქეებზე იზრუნონ, დაგვდევენ ჩვენ და გვიშლიან შეხვედრებს, მაგრამ ვერ გამაჩერებენ. მოსალოდნელია პროვოკაცია, ძალადობა და ასე შემდეგ, მაგრამ ვთხოვ საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ ამ პროცესს გადახედონ, რადგან ასე მუშაობა შეუძლებელია. არ მინდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს კერზაიას მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდეს. ეშინიათ ჩემი გამარჯვების”, - განაცხადა რულოვსმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამავე თემაზე: გაერთიანებული ოპოზიცია პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს (ვიდეო)
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები