ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ოთხი კანდიდატი დაარეგისტრირეს, რომელთაგან სამი დამოუკიდებელი კანდიდატია, ერთი კი პარტიული.
დომენტი (ზვიად) სიჭინავა,
თენგიზ ჯგუშია და
დავით თორდია მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებენ. მათმა წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფებმა საარჩევნო კომისიაში შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერები წარადგინეს. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, პაატა პირტახია კენჭს პარტიის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ სახელით იყრის.
ჯერჯერობით, არ დარეგისტრირებულან მმართველი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები
გეგა შენგელია და
სანდრა რულოვსი. ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები