ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ
ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობები მუცლის და გულმკერდის არეში აღენიშნება.
შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები