სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი 28 წლის ალიკა ლაგვილავას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისივე თქმით, პაციენტი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ლაგვილავას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა 17 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაცით, დაჭრილი და ბრალდებულიც მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან და ისინი გრიგოლიშში საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.
ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
გრიგოლიშში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
მასალის გამოყენების პირობები