სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო
„ათინათს“ ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის, ზაზა შარიას დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით,
ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის მკვიდრი, ამჟამად კი თბილისში მცხოვრები ზაზა შარია თაგილონში ე.წ.საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის
დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები